საპროექტო (არაგაბარიტული, ზეგაბარიტული, მძიმეწონიანი, ნაყარი )ტვირთების გადაზიდვები გამორჩეულად წარმატებული საქმიანობაა GA Logistics-ისათვის. ჩვენს თანამშრომლებს აქვთ სოლიდური გამოცდილება შემდენი ტიპის ტვირთების დამუშავებაში:
- ფოლადის ფურცლები, პროფილები, რკინის ხვეულები, ლითონის მილები და სხვადასხვა სახის ლითონის კონსტრუქციები.
- ტურბინები, ტრანსფორმატორები, დიდი ზომის მოწყობილობები, თვითმფრინავის ტრაპები, ნავთობის მომპოვებელი ჭაბურღილი, რეანომობილები და სახანძრო მანქანები.
- ხე-ტყის ნაწარმი: მორები, ქაღალდის რულონები , მერქანი.
- მუხლუხა ტექნიკა: ბულდოზერები, გრეიდერები, ტრაქტორები.
- სამშენებლო ტექნიკა: საბურღი მანქანები, ამწე მექანიზმები, ექსკავატორები, და ა.შ.
- ნაყარი მშრალი ტვირთები.
ჩვენი გამოცდილი, კარგად მომზადებული გუნდი გთავაზობთ:
- არაგაბარიტულობის ხარისხის განსაზღვრას.
- საპროექტო და ინჟინრულ გაანგარიშებებს.
- ტრანსპორტირების ტიპის დაგეგმვას.
- დატვირთვის, დამაგრების, სეპარირების სერვისს.
- გადაზიდვისათვის საჭირო ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის ორგანიზებას როგორც საქართველოში ასევე გადაზიდვაში მონაწილე ყველა ქვეყნის ტერიტორიაზე.
- გაცილებას.
- დაზღვევას.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gal.ge